უკრაინამ და კანადამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი იერმაკმა გააკეთა. მოლაპარაკებებს ერმაკი უწევს კოორდინაციას.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ გამართა.
კანადა გახდა G7-ის მესამე ქვეყანა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლებთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო.
„უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს ეფექტიანი და გახდეს გარდამავალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე, რაც დღეს უსაფრთხოების ერთადერთი ყველაზე საიმედო გარანტიაა,“ - აღნიშნა იერმაკმა.
ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“
G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.
უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.