მედია: სერბეთი რუსეთის ელჩთან საუბრის შემდეგ, ყირიმის პლატფორმის დეკლარაციის მხარდაჭერას უარყოფს

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყირიმის პლატფორმასთან შეერთების შესახებ სიახლეს მანიპულაცია უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას მხარი არ დაუჭერია ყირიმის პლატფორმის დეკლარაციისთვის. 

მისი განმარტებით, შეხვედრაში პრემიერ-მინისტრი იდეოზარის საშუალებით მონაწილეობდა, მაგრამ დეკლარაციისთვის მხარი არ დაუჭეერიათ.


მინისტრმა განმარტა, რომ სერბეთი გმობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში საუბრობს კიდეც ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობაზე.


შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ 23 აგვისტოს სამიტის გახსნაზე განაცხადა, რომ სერბეთი პლატფორმას წელს პირველად შეუერთდა. პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა დისტანციურად ისაუბრა.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს პოზიცია მუდმივად ვაჩვენეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში,“ - განაცხადა პრემიერმა.


მან ასევე განაცხადა, რომ სერბეთი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში. ამასთან, ანა ბრნაბიჩს რუსეთი პირდაპირ არ უხსენებია. ივიცა დაჩიჩის კომენტარი სერბეთის მედიაში 25 აგვისტოს დილით გავრცელდა. 24 აგვისტოს კი, სერბეთში რუსეთის ფედერაციის ელჩთან მისი შეხვედრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

European Pravda-ს თანახმად, ყირიმის პლატფორმის სამიტზე დამსწრე ქვეყნების ნაწილი საბოლოო დეკლარაციას არ შეუერთდა. 


ცნობისთვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.