თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოქტომბერში ჩინეთს ეწვევა, იტყობინება გაზეთი Milliyet-ი.
ვიზიტის დროს განსახილველ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„ჩინელები დაინტერესებულნი არიან, დააფინანსონ ან დააარსონ ერთობლივი საწარმოები კონიაში, აქსარაისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში,“ - წერს მედია.
ერდოღანის ბოლო ვიზიტი ჩინეთში 2017 წლის მაისში შედგა.
ვიზიტის თარიღი ინფორმაციაში მითითებული არ არის.