ბჟანია: საქართველოსთან პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის, არ დავთმობთ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მას არ აქვს „პრეტენზია საქართველოს მიმართ“. ამავდროულად, ასლან ბჟანიამ განაცხადა: „ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, დავთმოს ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის.“


„რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონში მშვიდობით. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს მიმართ, ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს სხვისი გულისთვის, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ საკუთარის ვინმესთვის მიცემას," - განაცხადა ბჟანიამ.


ასლან ბჟანია უკმაყოფილოა იმით, რომ NATO-ს სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე ყოველწლიურად ტარდება. ის აცხადებს, რომ „სარწმუნოდ იცის“, რომ ამ წვრთნების შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ნაწილში ამერიკული ტექნიკის ნაწილი „გროვდება“.

„ეს ახლაც ხდება - გარკვეული სიხშირით, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოში ყოველწლიურად ტარდება ათამდე სამხედრო წვრთნა, ერთობლივი წვრთნები. და ზუსტად ვიცით, რომ ამ წვრთნების შედეგად, რომელიც ტარდება, ტექნიკის ნაწილი, თითქოს მწყობრიდან გამოსვლის საბაბით, რჩება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი გროვდება, ეს ვიცით. და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ. და ჩვენ ვგეგმავთ რეაგირებას," - აღნიშნავს ბჟანია.


დე ფაქტო ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელორუსის "საკავშირო სახელმწიფოს „შეუერთდეს, თუმცა, მისი თქმით, ეს მხოლოდ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ შემთხვევაში მოხდება.