Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა, თავისი პირველი საგარეო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდეს მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გამოსცა.
„კრემლი უკვე ამზადებს პუტინის ვიზიტს ჩინეთში სარტყელი და გზის ფორუმისთვის, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. პუტინმა მიიღო ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მოწვევა ღონისძიებაზე დასასწრებად,“ -ამბობენ Bloomberg-ის წყაროები.
პუტინს ჯერ არ დაუტოვებია რუსეთი მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გამოსცა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.