პოლონეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავების კომპონენტების წარმოებას ზრდის

პოლონური კომპანია PZL Mielec F-16-ის ტიპის კომპონენტების წარმოების გაფართოებას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონური პრესის სააგენტო (PAP) 30 აგვისტოს წერს.

PZL Mielec სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთშია დაფუძნებული და ამერიკული თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ს ეკუთვნის. PZL Mielec-ის პრეზიდენტმა იანუშ ზაკრეცკიმ PAP-ს განუცხადა, რომ კომპანია ამჟამად F-16-ის ფუზელაჟის სტრუქტურის დაახლოებით 50%-ს აწარმოებს.


2024 წლის ბოლოსთვის მიზანია Mielec-ში ფუზელაჟის 70%-დან 80%-მდე წარმოებს გაზრდა. ქარხნის ანგარი მოდერნიზებულია და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა ექვსთვიანი ტრენინგი Lockheed Martin-ის მთავარ ქარხანაში, სამხრეთ კაროლინაში გაიარა. PZL Mielec პოლონეთის თვითმფრინავების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი და Lockheed Martin-ის უდიდესი საწარმოო ადგილია აშშ-ის გარეთ.

Mielec ქალაქ ჟეშოვიდან 50 კილომეტრში მდებარეობს - ეს არის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი, სადაც NATO უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის ლოგისტიკისა და სარემონტო ცენტრის გახსნას გეგმავს. ჟეშოვის აეროპორტი გადამწყვეტი გზაა დასავლური სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც უკრაინაში მიედინება.