ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტაივანისთვის სამხედრო დახმარება პირველად დაამტკიცა იმ პროგრამის მეშვეობით, რომელიც ჩვეულებრივ, სუვერენული ქვეყნებისთვის გამოიყენება. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. პაკეტი სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის ნაწილია და მისი ღირებულება 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა პირველი ტრანსფერი დაადასტურა.
გასულ წელს მიღებული აქტის თანახმად, აშშ-ის მთავრობას უფლება აქვს, რომ კუნძულისთვის 2023 წლიდან 2027 წლამდე, ყოველწლიურად, 2 მილიარდი აშშ დოლარი სამხედრო გრანტის სახით დახარჯოს.
ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი.
ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ.
გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი