სლოვაკეთი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, მარტინ კლუსი Twitter-ის პირად გვერდზე ზაზა გახელაძის დაკავებას გამოეხმაურა.

"სლოვაკეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე არ შეცვლილა. მე ვგმობ, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაკავებას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვ",- აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.