დემოკრატი კონგრესმენი დონალდ ტრამპს უჩივის

კონგრესმენმა ბენ ტომასმა კაპიტოლიუმზე შტურმისთვის და ადვოკატებთან და ექსტრემისტ ჯგუფთან ერთად სენატის გადაწყვეტილების გამოტანაში ხელის შეშლისთვის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ფედერალური სარჩელი შეიტანა.ინფორმაციას AP News-ი ავრცელებს.

ტრამპის წინააღმდეგ საქმეში ბრალდებულებად ყოფილი პრეზიდენტის პირადი ადვოკატი და ექსტრემისტი ჯგუფები "Proud Boys"-ი და "Oath Keepers"-იცაა. გამოცემა ტრამპის პირად მრჩეველს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ტრამპი არ ყოფილა რაიმე სახის შეთქმულების მონაწილე".

გამოცემის ცნობით, ეს საქმე არის მხოლოდ მცირედი ნაწილი იმ სამართლებრივი საქმეებისა, რომლებსაც კონგრესმენები ტრამპს ედავებიან.

აღსანიშნავია, რომ კაპიტოლიუმზე შტურმში სენატმა დონალ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო. ტრამპი 43-მა სენატორმა გაამართლა, ხოლო დამნაშავედ კი 57-მა სენატორმა ცნო.