ბალტიის ზღვაში პირველად გაიმართება წვრთნები, რომელიც რუსული თავდასხმის მოგერიებაზე იქნება ორიენტირებული - Reuters

ბალტიის ზღვაში დაიწყება ძირითადი საზღვაო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით, 30 ხომალდი და 3000-ზე მეტი დასავლელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებენ.

შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


„ეს იქნება პირველი წვრთნა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უპასუხონ რუსეთის თავდასხმას რეგიონში,“ - გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა. 

ორკვირიან წვრთნებს, რომელიც 9 სექტემბერს დაიწყება, NATO-ს ყველა ქვეყანა შეუერთდება. სწავლებაში ასევე ჩაერთვება მომავალი წევრი შვედეთი.


ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო მარშრუტების დაცვა არის წვრთნების კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ლატვიისა და ესტონეთის სანაპიროებთან ჩატარდება.

„ფინეთი და ბალტიის ქვეყნები თითქმის 100%-ით არიან დამოკიდებულნი ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო მიწოდების მარშრუტებზე,“ - აღნიშნა კრისტიან კააკმა.


„თუ სუვალკის დერეფანი დაიბლოკება - და ეს შეიძლება გაკეთდეს მარტივად, რადგან არის მხოლოდ ორი გზა და ერთი სარკინიგზო ხაზი - მაშინ ჩვენ დაგვრჩება მხოლოდ საზღვაო მარშრუტები და სწორედ აქ მოგვიწევს გავლა,“ - განმარტა გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა. 

ამასთან, ადმირალის თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები წვრთნებისთვის გაგზავნის ამფიბიური თავდასხმის Mesa Verde-ს - 200 მეტრზე მეტი სიგრძის ხომალდს, რომელიც 800 საზღვაო ქვეითის გადაყვანაზეა გათვლილი.


100 კილომეტრის სიგრძის სუვალკის დერეფანს ექსპერტები NATO-სთვის სტრატეგიული დანიშნულების გეოგრაფიულ პუნქტს უწოდებენ. ეს დერეფანი წარმოადგენს ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებულ ტერიტორიას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვასა და, იმავდროულად, ერთმანეთისგან ჰყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს.