ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში თურქეთის მოქალაქეები ისხდნენ. 


ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.