კახეთში სეტყვამ და ქარიშხალმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, მათ შორის, თელავი, ახმეტა, ყვარელი და გურჯაანი მნიშვნელოვნად დააზარალა.
ადგილობრივების თქმით, სეტყვა და ძლიერი ქარი დაახლოებით, 20 წუთს გრძელდებოდა.
განადგურებულია ვენახების ნაწილი, საზამთროს და ნესვის ბაღები. ასევე, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა.