უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის კიევის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

სასამართლომ ბიზნესმენს მისცა შესაძლებლობა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ 509 მილიონზე მეტი გრივნა გირაოს სახით გადაიხადოს. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ კოლომოისკი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და გირაოს გადახდას არ აპირებს.


ბრალდებულის მოთხოვნით სხდომა დახურული იყო.

კოლომოისკის ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ბრალი ოფიციალურად პირველ სექტემბერს წარუდგინეს.

უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, იგორ კოლომოისკი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო.

2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი აშშ-ის სანქციების ქვეშაა.