უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის მისი ნავთობისა და გაზის კომპანიის სავარაუდო ფინანსურ მანიპულაციებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ სამართალდამცველები კოლომოისკის სახლში ჩხრეკას ატარებენ. კოლომოისკის ბრალი წაუყენეს თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში.

უსაფრთხოების სამსახურმა განმარტა, რომ კოლომოისკი 2019-2020 წლებში 500 მილიონის Hr (13.5 მილიონი დოლარი) გათეთრებაშია ბრალდებული.


ოლიგარქი უკრაინის უმსხვილეს კომპანია Ukrtatnafta-ს აკონტროლებდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ შარშან 3,2 მილიარდის ჰრ (90 მილიონი დოლარი) მოცულობის გადასახადების გადახდაზე განაცხადა უარი.

კოლომოისკი ასევე ფლობდა ნავთობისა და გაზის მწარმოებელი კომპანიის, Ukrnafta-ს 40%-ზე მეტს. უკრაინის სახელმწიფომ მას ეს კომპანია გასულ წელს ჩამოართვა.

2016 წელს მთავრობამ ასევე მოახდინა ქვეყნის უმსხვილესი ბანკის,  „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია. იმ პერიოდში ხსენებული ბანკის თანამფლობელი სწორედ კოლომოისკი იყო. 

უკრაინული მედიის ცნობით, პროკურატურა კოლომოისკის დაპატიმრებას ან გირაოს მოითხოვს.