უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ნიკა ახვლედიან, დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
მისი სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის ძველი სამების ეკლესიაში მიმდინარეობს, სადაც მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები იმყოფებიან.
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში კიდევ ერთი ქართველის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საელჩომ 24 აგვისტოს გაავრცელა.