ლიეტუვის პარლამენტის წევრი: თუ საქართველოს ნამდვილად სურს, დაუახლოვდეს დასავლეთს, უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის წევრთა დაპატიმრება

ლიეტუვის პარლამენტის წევრი, ზიგიმანტას პავილიონისი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შესაძლო დაპატიმრებას Twitter-ზე ეხმაურება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე წერს, რომ თუ საქართველოს ნამდვილად სურს, დაუახლოვდეს დასავლეთს, უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის წევრთა დაპატიმრება.

„მხოლოდ ხიდების აშენებით, ერთად წინსვლით შეძლებთ თქვენი ტრანსატლანტიკური მომავლისკენ კონსოლიდაციას. ამ გზიდან არ გადაუხვიოთ“, - წერს ლიეტუვის პარლამენტის წევრი.

პროკურატურამ ნიკა მელიას დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს, მიმართა. მანამდე პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.

ამავე თემაზე: ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი საქართველოს თან სდევს - იან კელი