საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი ნიკა მელიასთვის პარლამენტის მიერ იმუნიტეტის შეჩერებაზე Twitter-ზე წერს.
„ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი თან სდევს საქართველოს“, - წერს იან კელი.
დიპლომატმა ომბუდსმენის განცხადებაც გააზიარა საკუთარ გვერდზე და შემდეგი კომენტარი დაურთო:
„პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პარლამენტის შეკრებას, რომელიც ქართველ ხალხის ნებას გამოხატავს. მთავრობამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, წაადგება თუ არა ეს ამ მიზნის მიღწევას".
პროკურატურამ ნიკა მელიას დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს, მიმართა. მანამდე პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.