ბენ ჰოჯესი: ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, რომ პუტინიზმი დამარცხდება

Europetime-სპუტინიზმის დამარცხების“ მნიშვნელობაზე ესაუბრა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი. ბენ ჰოჯესმა ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი მედია, სასამართლო სისტემა - ეს არის ის, რასაც პუტინი ებრძვის და სძულს ის. მან ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების დასავლურ მისწრაფებებს გაუსვა ხაზი. ამასთან, აღნიშნა, რომ მთავრობის საქმეა, შექმნას მათთვის საუკეთესო შესაძლებლობები.

„პუტინიზმი - ეს არის დეზინფორმაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევა, დემოკრატიული ღირებულებების უგულვებელყოფა. თავისუფალი მედია, სასამართლო სისტემა, რომლის მიმართაც ხალხის სანდოობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია -  ეს ყველაფერი სძულს პუტინს და ამიტომაც არ არსებობს ეს რუსეთის შიგნით,“ აღნიშნა ჰოჯესმა.


რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას, შეეცვალა თუ არა მოლოდინები და აღქმები ომის პირველ წელთან შედარებით, ამის თაობაზე ჰოჯესმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის დამარცხებაში წელს უფრო დარწმუნებულია.

„წელს უფრო დარწმუნებული ვარ, რომ პუტინიზმი დამარცხდება. ჩვენ ბევრი მაგალითი ვნახეთ - ვნახეთ, რომ ლიდერები ერთმანეთს არ ენდობიან, ვფიქრობ, ალბათ ამას გარკვეულ ეტაპზე ამას რუსი ხალხიც გააცნობიერებს,“ - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა.


ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ეველინ ფარკასი საქართელოსთვის მთავარ პრობლემად ვლადიმერ პუტინსა და პუტინიზმს მიიჩნევს. ამის მაგალითად მას ის ფაქტი მოჰყავს, რომ საქართველოს ტერიტორია 15 წელია ოკუპირებულია. ფარკასმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს და მის მოკავშირეებს არ სურთ, ქართველმა ხალხმა თავიანთი ოცნება აისრულონ. თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის თემაა - „პუტინიზმის დამარცხება.“