კულება: უკრაინას აქვს მტკიცებულება, რომ Shahed-ის ტიპის დრონები რუმინეთის მიწაზე ჩავარდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინას აქვს მტკიცებულება, რომ Shahed-ის ტიპის დრონები NATO-ს წევრი რუმინეთის მიწაზე ჩავარდა. კიევი მზადაა, საკუთარი პოზიციის დაცვის მიზნით მტკიცებულებები წარადგინოს.

იუწყება Ukrinform-ი.

„მჯერა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი [რუმინეთის ხელისუფლება - რედ.] ახლა სწავლობენ მომხდარის ყველა ასპექტს. აზრს მოკლებულია იმის უარყოფა, რომ იქ რაღაც ჩავარდა. ჩვენ ვაცხადებთ ავტორიტეტულად, რომ იქ ჩავარდა „შაჰედის“ დრონები. ჩვენ გვაქვს ფოტო-მტკიცებულება იმისა, რომ იქ რაღაც ჩავარდა,“ - განაცხადა კულებამ.

კულებას თქმით, უკრაინის მეზობელ ქვეყნებში არის ტენდენცია, არ მოხდეს ესკალაია ამა თუ იმ მოვლენის ინტერპრეტაციის, რათა ისინი უშუალოდ კონფლიქტში არ აღმოჩნდნენ ჩათრეულნი" რუსეთთან.


მანამდე რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო კიევის განცხადებები, რომ რუმინეთის ტერიტორია ღამის იერიშების დროს დარტყმის ქვეშ მოექცა.

სამინისტრომ განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული არც ერთი შეტევით არ შექმნილა "პირდაპირი საომარი საფრთხე" რუმინეთის ტერიტორიისთვის.