ანალიტიკოსების ნაწილი იმედოვნებს, რომ ამერიკული დიპლომატია უფრო პროაქტიული გახდება. უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან კიდევ უფრო დაახლოების ხელშეწყობით კი, კრემლი დაინახავს, რომ განგრძობითი ოკუპაცია და აგრესია ამ ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას და დასავლურ ინტეგრაციას არ გამორიცხავს:
„ის, რაც 2008 წელს მოხდა, იმის მაცნე იყო, რაც 2014 წელს უკვე უკრაინაში ვიხილეთ და უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლეთს არ დაუწესებია სანქციები პუტინის რეჟიმისთვის, მის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის გამო. არ გვაქვს სანქციები იმის გამო, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებასა და მცოცავ ანექსიას", - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი
„ვფიქრობ, მეზობლების მიმართ მთელი მისი ქმედებების გამო კრემლზე მეტი წნეხია საჭირო. ბატონი პუტინი თავად ახერხებს მეზობლების თავის წინააღმდეგ განწყობას. ერთადერთი გზა, რომლითაც მეგობრებს ვერასდროს შეიძენ, მათ ტერიტორიებზე შეჭრაა... ასე რომ, ჩვენ ძალიან ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რომ სხვა ქვეყნების ოკუპაციის გაგრძელება არც მისი ინტერესებისთვისაა სასიკეთო", - აღნიშნავს დევიდ კრამერი.