სომხეთმა ვიქტორ ბიაგოვი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) რესპუბლიკის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანამდებობიდან გაიწვია.
„პრემიერ მინისტრის (ნიკოლა ფაშინიანი - IF) წინადადების საფუძველზე, კონსტიტუციის მუხლებისა და დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, ვიქტორ ბიაგოვი გაწვეულია CSTO-ში სომხეთის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანამდებობიდან.“
სომხური მედიის ცნობით, პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბიაგოვი CSTO-ში სომხეთის მუდმივ წარმომადგენლად 2018 წლის ნოემბერში დაინიშნა.
პრეზიდენტის სხვა ბრძანებულებებით ბიაგოვი დაინიშნა სომხეთის ელჩად ნიდერლანდებში და რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლად ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში. მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებში არ არის დაზუსტებული, ერევანმა მთლიანად გაიწვია წარმომადგენელი თუ კონკრეტულად, მხოლოდ ვიქტორ ბიაგოვის შეცვლას აპირებს.
შეგახსენებთ, ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს.
სამი დღის წინ კი, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.