გერმანიამ იტალიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან, Leopard 2-ის ტიპის ახალი თაობის ტანკის შექმნის შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი - მედია

გერმანიამ იტალიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან Leopard 2-ის ტიპის ახალი თაობის ტანკის განვითარების შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი.

იტყობინება გერმანული ბიზნეს გაზეთი Handelsblatt-ი.

Rheinmetall-მა და KMW-მა, რომლებმაც კონტრაქტის შესრულებაზე უნდა იმუშაონ, კომენტარი არ გააკეთეს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე გერმანიის თავდაცვის სამინისტროშიც არაფერს ამბობენ.


პროექტში ასევე ჩაერთვება შვედური კომპანია Saab-ი და იტალიური კომპანია Leonardo. ვინ წარმოადგენს ესპანეთს, უცნობია.