Bloomberg: ჩინეთმა G-20-ის სამიტის წინ, უკრაინის მიმართ ნეიტრალური პოზიცია შეცვალა

Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთის წარმომადგენლებმა, რომლებიც „დიდი ოცეულის“ (G-20) სამიტის საბოლოო კომუნიკეს გარშემო მოლაპარაკებაში მონაწილეობენ, უკრაინაში ომის მიმართ თავიანთი ნეიტრალური პოზიცია უფრო შეარბილა. გამოცემა ამის შესახებ ფრანგ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. 


Bloomberg წერს, რომ ეს მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნების პოზიციის გათვალისწინებით, რომლებიც მოუწოდებდნენ ჩინეთს, ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს ომი.

ფრანგი თანამოსაუბრის თქმით, „დიდი ოცეულის“ წევრი ქვენები შეთანხმდნენ უკრაინაში ომის მიმართ საერთო ენაზე. როგორც Bloomberg-ი წერს, ამ დროს, ინდოეთი, რომელიც ახლანდელ სამიტს მასპინძლობს, უარს ამბობს, დაგმოს უკრაინაში რუსეთის შეჭრა.
 
„დიდი ოცეულის სამიტი ნიუ-დელიში იმართება 9-10 სექტემბერს. სამიტზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარმოადგენს. „ჩინეთის ნეიტრალური პოზიცია მოსკოვს ადრე ხელს აძლევდა. მაგრამ პეკინმა უკრაინის მიმართ უფრო რბილი პოზიცია დაიკავა შარშანდელთან შედარებით,“ - განუცხადა წყარომ გამოცემას.