საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოში პირველ ვიზიტამდე გამოცემა civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოდის რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირის ვალდებულება მხარი დაუჭიროს საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მისი ინტერვიუს კრიტიკული ნაწილი შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თემას, ასევე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ ერთგულებენ ევროკავშირის ღირებულებებს, ეს მუდმივად ასე იყო წლების განმავლობაში“. - ამბობს ბორელი.
შეკითხვის პასუხად, როგორი იქნება ევროკომისიის შეფასება, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს რომ 12-ვე რეკომენდაცია თითქმის შესრულებულია. ბორელი ამბობს, რომ შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს ყოვლისმომცველ ანგარიშს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი 10-ვე ქვეყნის შესახებ, მათ შორისა საქართველოც. ეს არის კომისიის მიერ შესრულებული ობიექტური შეფასება, რომელიც ნათელ სურათს აჩვენებს საქართველოსთან დაკავშირებით რეფორმების მიმართ და რეკომენდაციებს გააკეთებს მომავალი წლისთვის.
„ანგარიში ინფორმირებული გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს, რომელსაც ევროკავშირის 27 ლიდერი დეკემბერში მიიღებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. საქართველოს მომავლისთვის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. შედეგი მთლიანად საქართველოს დამსახურებაზეა დამოკიდებული“, -ამბობს ბორელი.
მასთან ის იმეორებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სიტყვებს, რომ ევროკავირში გაწევრიანება აღარაა ოცნება, მაგრამ 12 პრიორიტეტის მიწოდება მხოლოდ პროცესის დასაწყისია.
„გაფართოება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დამყარებული პროცესი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება წევრი მაშინ, როცა ის დააკმაყოფილებს აუცილებელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს.“
ბორელი პასუხობს 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თემაზე დასმულ შეკითხავაც და ამბობს, რომ იმედი აქვს იხილავს იმგავარ დემოკრატიურ არჩევნებს, როგორიც ევროკავშირში ტარდება ხოლმე.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს, რომლის მთავრობის თანხმობის გარეშე დაწყების არგუმენტით. მმართველი გუნდი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, ბორელი პასუხობს რომ, აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და მის ევროპულ ხედვას საქართველოს მიმართ.
„ერთიანობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. საქართველოს მიერ გაწეული სამუშაო შეიძლება იყოს მდგრადი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ რეფორმების დღის წესრიგის უკან ყველა პოლიტიკური ძალა დგას,“ - აცხადებს ბორელი.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საუბრობს საქართველოსა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრის მნიშველობაზეც რაც იკლებს. საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი გასულ წელს 44%-ზე ნაკლები იყო, მიმდინარე 43%-ია ამბობს ბორელი.
„ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა იმართება კონსენსუსით. დაბალი თანხვედრის მაჩვენებლით, 43%-ით საქართველო აჩვენებს, რომ მას პოტენციურად შეუძლია ძირი გამოუთხაროს ასეთ კონსენსუსს. ეს არ არის ის რასაც წევრი სახელწიფოები მსუბუქად ეკიდებიან.“
ბორელი საუბრობს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღგენაზეც და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას და საერთაშორისო მცდელობებს მოაქციოს რუსეთი იზოლაციაში უკრაინაში მისი შეჭრისა და სისასტიკისთვის.
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ მთავრობის გადაწყვეტილების გამო დაუშვას რუსეთთან ფრენების განახლება და სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა“, - ამბობს ბორელი.
რაც შეეხება ცოტა ხნით წინ საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების განცხადებას ორ ქვეყანას შორის სტატეგიული პარტნიორობის შესახებ, ბორელის თქმით, ევროკავშირში ითვალისწინებენ საქართველოს ახლადჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან.
„საგარეო პარტნიორებთან ღრმა ურთიერთობების დამყარება ქვეყნის პრეროგატივაა. ჩვენ ველით, რომ, როგორც ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყანა საქართველო უზრუნველყოფს მისი სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა ასპექტის შესაბამისობას ევროკავშირის წესებთან და პოლიტიკასთან და მის ვალდებულებებთან ევროკავშირის გზაზე. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნები ეტაპობრივად შეათანხმებენ თავის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ევროკავშირთან,“- ამბობს ბორელი.
ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან.
ქართული ვერსიის წყარო