დუბაიში ვერტმფრენი ზღვაში ჩავარდა

AeroGulf-ის ვერტმფრენი 7 სექტემბერს საღამოს ზღვაში ჩავარდა და მისი ეკიპაჟის ორი წევრის ძებნა მიმდინარეობს, - აცხადებენ არაბთა გაერთიანებული საემიროების გენერალურ საავიაციო სამსახურში.

კატასტროფა დუბაის სანაპიროსთან მას შემდეგ მოხდა, რაც ვერტმფრენი ალ-მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა. ავიაციის მარეგულირებლის განცხადებით, Bell 212-ის ტიპის შვეულმფრენის ერთ-ერთი პილოტი ეგვიპტელია, მეორე კი სამხრეთ აფრიკელი.

საძიებო-სამაშველო ჯგუფებმა ვერტმფრების ნამსხვრევები იპოვეს, ეკიპაჟის ძებნა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ადგილზეა გამომძიებელთა ჯგუფი.