რუმინეთის საგანგებო სიტუაციების ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული საჰაერო თავდასხმების მაღალი რისკების გამო, თავშესაფრები აშენდება.
კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ეძლევა უფლება, თავშესაფრებისთვის შესაბამისი ადგილები დუნაის რუმინული მხარის სანაპიროზე შეარჩიოს.
დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომების მიღებას აპირებს.
ეს ზომები მოიცავს გაფრთხილების საშუალებების დამონტაჟებას, რომელიც საბრძოლო მასალის ნაწილის ჩამოვარდნის შემთხვევაში იმოქმედებს.