აშშ და რუმინეთი, უკრაინასთან ერთად, შავ ზღვასა და მდინარე დუნაის დელტაში სამხედრო სწავლებას ჩაატარებენ.
წვრთნები - „Sea Breeze 23.3,“ 11-დან 15 სექტემბრამდე გაიმართება.
მასში ასევე მიიღებენ მონაწილეობას სამხედროები საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და თურქეთიდან. კერძოდ, სპეციალისტები, მათ შორის მყვინთავ-გამნაღმველები გაივლიან წვრთნებს ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფაში.
წვრთნების მიზანს საზღვაო ნაღმების წინააღმდეგ კონტრმოქმედების დამუშავება წარმოადგენს.