ჩინეთი უზბეკეთს 14 პროექტისთვის $190 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ჩინეთი უზბეკეთში პროექტების განსახორციელებლად გრანტებს გასცემს. ამის შესახებ უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა.

ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, ჩინური მხარე 190 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს 14 პროექტის განსახორციელებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა, სოფლის მეურნეობა და წყლის მართვა, ჯანდაცვა, განათლება და ინსტიტუციური განვითარება.


„ჩინურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა უზბეკეთში ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს და გამოთქვა მზადყოფნა, კიდევ უფრო გააძლიეროს ურთიერთქმედება სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში,“ - აცხადებენ სამინისტროში.