აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვის გამო, იტალიაში 100-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

აეროპორტის პერსონალის გაფიცვამ პარასკევს, იტალიაში მრავალი ფრენის გაუქმება გამოიწვია. ინფორმაციას სააგენტო Anadolu აეოპორტის ადმინისტრაციაზე დარყრდნობით ავრცელებს.

მილანის მალპენსის აეროპორტში 80 ფრენა გაუქმდა, 68 რეისი კი, ფლორენციასა და პიზაში აღარ შესრულდა. ასევე რეისები გაუქმდა კატანიის აეროპორტში.

აეროპორტის თანამშრომლებმა ერთდღიანი გაფიცვა მოაწყვეს და ინფლაციის პირობებში ხელფასების გაზრდა მოითხოვეს.