იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონისა და ჩინეთის პრემიერ ლი ციანს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. აუდიენცია დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შედგა.
როგორც ცნობილია, იტალიის ამჟამინდელი მთავრობა ჩინეთის „ერთი სარტყელი და ერთი გზის“ ინიციატივის დატოვების გეგმავს. თუმცა შეხვედრისადმი მიძღვნილ პრესრელიზში, ეს თემა არცერთი ქვეყნის მთავრობას არ უხსენებია.
პირიქით, მელონის ოფისმა განაცხადა, რომ მხარეებმა დიალოგის გაღრმავების საერთო განზრახვა დაადასტურეს. მელონის განცხადებით, „იტალიასა და ჩინეთს შორის ათასწლოვან ისტორიასა და 20-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც "საერთო ინტერესების ყველა სფეროში ორ ერს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას აძლიერებს."
„ჩინეთ-იტალიის ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობა ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებშია და ასევე არის ის, რაც ორივე ქვეყანას სჭირდება უკეთესი განვითარებისთვის,” - ნათქვამია თავის მხირვ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პეკინი იმედოვნებს, რომ იტალია უზრუნველყოფს სამართლიან ბიზნეს გარემო ჩინური კომპანიებისთვის, რათა ინვესტიციები განახორციელონ იტალიაში.
იტალია გახდა პირველი G7-ის ქვეყანა, რომელმაც ამ ინიციატივას 2019 წელს მოაწერა ხელი.