"ვშიშობ, რომ მელიას შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ფართო გავლენა ექნება, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას", - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ნიკა მელიას შესაძლო დაკავების საკითხს.
კარ ლარცელმა ორი საკითხი გამოყო, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის ხარისს. მისი თქმით, სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი დამანგრეველია საქართველოს დემოკრატიისთვის.
"იურიდიულ პროცესზე ვერაფერს ვიტყვი, ეს მიმდინარე საკითხია და ყველას მხრიდან, ამ პროცესებისადმი პატივისცემაა საჭირო. რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან სწრაფად იმატებს. ვხედავ რისკსს, მოვლენების ასეთი განვითარებითა და ტრაექტორიით, ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში. ვშიშობ, რომ მელიას შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ფართო გავლენა ექნება, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას.
რაც შეეხება ამ პროცესის შემადგენლბას, ორი საკითხი მინდა წამოვწიო - სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ამ ორი ფაქტორის კომბინაცია დამანგრეველია საქართველოს დემოკრატიისთვის. ეს სახიფათო ტრაეტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს,რომ გადადგან ნაბიჯები, რათა არსებული ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდეს", - განაცხადა ელჩმა.
კარ ჰარცელის თქმით, ნიკა მელიას საქმე დიალოგთან დაბრუნების და საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას გაართულებს. მიმდინარე მოვლენების ფონზე, შესაძლოა მე-5 რაუნდის თარიღმაც გადაიწიოს.
"ვშიშობ, რომ მელიას საქმეს უფრო ფართო შედეგი ექნება. ეს დიალოგთან დაბრუნების და საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას გაართულებს. ეს ჩემი შიშია. მე არ მაქვს ბროლის ბურთი და მოდი, ვიმედოვნოთ, რომ ჩემს წინასწარმეტყველებაში მართალი არ აღმოვჩნდები.
ჩვენ ახლა სინათლის სიჩქარით მე-5 რაუნდისკენ არ მივდვართ. უკანასკნელი კრიზისიდან და მოვლენებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო გადაწევს მე-5 რაუნდის თარიღს", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა .