დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მკვლევარი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
The Sunday Times-ის ცნობით, მკვლევარს პარლამენტის მაღალჩინოსნებთან ჰქონდა კავშირი. მედია წერს, რომ დეპუტატები, რომლებთანაც ის იყო დაკავშირებული, საიდუმლო ან ძალიან მგრძნობიარე ინფორმაციას ფლობენ.
„ეს არის ჩინეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ესკალაცია. მსგავსი რამ აქამდე არასდროს გვინახავს,“ - განუცხადა წყარომ The Sunday Times-ს.
მეტროპოლიტენის პოლიციის კონტრტერორისტული სარდლობის თანამშრომლები, რომლებიც ჯაშუშობასთან დაკავშირებულ დანაშაულებს იძიებენ.
ივლისში, დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა (ISC) განაცხადა, რომ ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას ბრიტანეთის სადაზვერვო სააგენტოებისთვის. ISC, რომელიც შედგება მრავალპარტიული დეპუტატებისაგან, გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთმა შეძლო, „წარმატებით შეეღწია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ყველა სექტორში."
2022 წლის იანვარში ასევე გააფრთხილეს დეპუტატები, რომ ჩინეთის მთავრობის აგენტი მუშაობდა პარლამენტში „პროცესების ჩასაშლელად." წერილში, რომელიც დეპუტატებს სპიკერმა სერ ლინდსი ჰოილმა გაუგზავნა, ნათქვამი იყო, რომ ვინმე კრისტინ ლი, „პროცესებში ჩართული იყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელით.
59 წლის ქალი ბრალდებებს უარყოფდა.