NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს - FT

NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდi ერთობლივი წვრთბისთვის ემზადება. კერძოდ, 40 000-ზე მეტი სამხედროს წვრთნა ძირითადად, რუსეთის პოტენციურ აგრესიის მოგერიებაზე იქნება ორიენტირებული. წერს Financial Times-ი.

NATO-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სწავლება მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება და, სავარაუდოდ, 500-დან 700-მდე საჰაერო საბრძოლო მისიას, 50-ზე მეტ ხომალდს და დაახლოებით 41,000 ჯარისკაცს მოიცავს. 


წვრთნები გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ჩატარდება. 

შეგახსენებთ, ბალტიის ზღვაში 9 სექტმბერს დაიწყო NATO-ს წევრი ქვეყნების წვრთნები, რომელიც რუსული თავდასხმის მოგერიებაზეა ორიენტირებული.