ნიგერიაში, ერთ-ერთ საშუალო სკოლაში დაუდგენელი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ათობით მოსწავლე და მასწავლებელი გაიტაცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შემთხვევა ნიგერის შტატის კაგარას რაიონში მოხდა. CNN-ის ცნობით, სკოლაზე თავდასხმას ერთი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გატაცებული თანამშრომლებისა და მოსწავლეების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
დღევანდელი ინციდენტი, ნიგერიაში, მოსწავლეების გატაცების პირველი შემთხვევა არ არის.ორი თვის წინ შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი სკოლიდან 350 მოსწავლე გაიტაცეს, რომლებიც მოგვიანებით სპეცრაზზმა გააათავისუფლა.