ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას, COVID-19-ის მძიმე ფორმების მქონე პაციენტთა მკურნალობისა და მოვლისთვის, 10 სამედიცინო ვენტილატორი და 1 000 ერთეული დამცავი საშუალება გადასცა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
"მოხარული ვარ, რომ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად გადავცემთ ამ აუცილებელ აღჭურვილობას მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ეკონომიკური, სოციალური და ვაქცინაციის მიმართულებით გაწეულ დახმარებასთან ერთად, აღნიშნული მხარდაჭერაც ევროკავშირის სოლიდარობის ნაწილია საქართველოს მოსახლეობის მიმართ ამ რთულ პერიოდში"- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმ