12 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებსა და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. შესაბამის ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მისივე თანახმად, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.