კახა კალაძე: თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ NATO-ს წევრი

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზების საქართველოში აშენებაზე საუბარი არ ყოფილა. მან გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთადერთი, რაც ქვეყანას დაიცავს, NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრობაა.


„ერთადერთ რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს - ეს არის NATO-ს წევრობა. არაერთხე გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა, არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ NATO-ს წევრი!“ - განაცხადა კალაძემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.


ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თბილისში ვიზიტისას, ქართულ მხარეს ამერიკული ბაზების საქართველოში განლაგების საკითხზე მოლაპარაკებები შესთავაზა, რასაც მმართველი გუნდი არ დათანხმდა.