ჩინეთის მოქალაქეებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ძალაშია - საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინიტროს ცნობით, 2023 წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა.


ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები, საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში ყოფნას შეძლებენ.

აღნიშნული ცვლილება მთავრობის 225-ე დადგენილებაში უკვე შევიდა, რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.