ამერიკის საელჩო პასუხობს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში.
„აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს NATO-ში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში,“ - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თბილისში ვიზიტისას, ქართულ მხარეს ამერიკული ბაზების საქართველოში განლაგების საკითხზე მოლაპარაკებები შესთავაზა, რასაც მმართველი გუნდი არ დათანხმდა.
-
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
-
ირაკლი კობახიძე: არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი, უსაფრთოხების ერთადერთი გარანტი არის NATO-ს ქოლგა