მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში მაგისტრალური გაზსადენებით 27 109,8 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6,2%-ით მეტია.
სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, გაზის ტრანსპორტირების 53,8% სამხრეთ კავკასიის ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით განხორციელდა.
საანგარიშო პერიოდში მილსადენით 14 589,9 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 8,4%-იანი ზრდაა.
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიურის სახელითაც არის ცნობილი, „შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირების მიზნით აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც გაზის განმანაწილებელი კვანძი მდებარეობს. ხსენებული მილსადენი 2006 წლის ბოლოდან ამოქმედდა და მისი გავლით ’„შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხდება.