მეთიუ მილერის თქმით, აშშ-ის ხედვას საქართველოსთან ურთიერთობებზე, არცერთი ინდივიდუალური სანქცია არ შეცვლის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, იქონიებს თუ არა გავლენას აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე.

  • დეპარტამენტში დღევანდელი პრესკონფერენცია მილერმა სწორედ სანქციების თემით დაიწყო, რის შემდეგაც შეკითხვებს უპასუხა.

„მე არ მინდა რომ ამ დასკვნაზე გადავიდე. მე მინდა ვთქვა, რომ დღეს 150-ზე მეტი სუბიექტი და ინდივიდი დავასანქცირეთ და არ მაქვს შესაძლებლობა, რომ რომელიმე სანქციაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო. სახაზინო დეპარტამენტმა უკვე გამოსცა დეტალური ინფორმაცია ამ სანქციებთან დაკავშირებით...“ უპასუხა მილერმა ჟურნალისტს.


  • დამაზუსტებელ შეკითხვას, რომ ეს უკვე მეორე სასანქციო აქტია, რომელიც ქართველს ეხება, რაც უპრეცედენტოა და გარკვეულწილად, იმოქმედებს თუ არა ეს საქართველოსთან ურთიერთობაზე, მილერმა ასე უპასუხა: 

„არ ვფიქრობ, რომ ასე იყოს, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და სოლიდარობას ვუცხადებდით საქართველოს მოსახლეობასა და მათ სურვილს, ქვეყანა იყოს თავისუფალი და სუვერენული საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო მიზანზე, როგორც სრულიად ინტეგრირებული წევრი ევროატლანტიკური ოჯახის და არცერთი ინდივიდუალური სანქცია და გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, არ შეცვლის ჩვენს ხედვას ამ ურთიერთობაზე.“


ასევე წაიკითხეთ: