თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნები SAT-SAS (წყალქვეშა თავდასხმა და თავდაცვა) 8-15 სექტემბერს ტარდება.
გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, თურქეთი და პაკისტანი 18-30 სექტემბერს წვრთნებს Eternal Brotherhood-II გამართავენ. ასევე, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმები „კავკასიის არწივის“ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
მანამდე აზერბაიჯანის საზღვაო ძალების დანაყოფებმა და თურქეთის საზღვაო ძალების სპეცრაზმმა ერთობლივი წვრთნები მარმარისში, 2022 წლის ოქტომბერში ჩაატარეს.