„სამხრეთის გაზის დერეფანის“ გამოყენებით ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლო გაზი თურქმენეთიდან და ისრაელიდანაც მიიღონ.
როგორც აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ელშად ნასიროვმა ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ ვებინარზე განაცხადა. „სამხრეთის გაზის დერეფანს“ ბუნებრივი აირი სამომავლოდ შესაძლოა, თურქმენეთმა და ისრაელმა მიაწოდოს.
ნასიროვის თქმით, „სამხრეთ გაზის დერეფნის“ საბოლოო ბიუჯეტი 33 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც პროექტის საწყის ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალია.
თავდაპირველად ბიუჯეტი 45 მილიარდი დოლარით იყო განსაზღვრული. 2020 წლის 31 დეკემბერს ევროპაში ტრანს-ადრიატიკის გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაიწყო.
ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი გაზის მილსადენების მეშვეობით ექსპორტირება შეძლო. აზერბაიჯანული გაზი ევროპას საქართველოსა და თურქეთის გავლით მიეწოდება.
სამხრეთ გაზის დერეფნის მიზანია, რომ შეამციროს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე და დაამატოს ენერგომომარაგების მრავალფეროვანი წყაროები. აზერბაიჯანიდან ევროპაში მარშრუტი შედგება შემდეგნაირად: აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით;ტრანს-ანატოლიური მილსადენის (TANAP) მეშვეობით თურქეთის გავლით;ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მეშვეობით საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის გავლით.
გაზსადენის სიგრძე 3500 კილომეტრი უნდა იყოს. მთავარი წყარო იქნება კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზის გაზსადენი. .