ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 287 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 14%-ით (47.3 მლნ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რუსეთიდან 60.3 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც თითქმის 45.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მთლიან გზავნილებში რუსეთის წილი 21%-ს შეადგენს. მეორე ადგილს 45 მლნ დოლარით იტალია იკავებს, მესამეს – აშშ, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები 37.6%-ით გაიზარდა და 40.2 მლნ დოლარი შეადგინა.
2023 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.