აშშ-ის საზღვაო ძალები ევროპაში, დანიის თავდაცვის ძალებთან ერთად წვრთნებს ჩაატარებენ. ამერიკული მხარის ცნობით, წვრთნები SM-6-ის ტიპის რაკეტების გამოყენებით გაიმართება.
ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და თავდაცვითი თავსებადობისადმი მუდმივი ერთგულების დემონსტრირების მიზნით, აშშ-ის საზღვაო ძალები ევროპაში, დანიის თავდაცვის ძალებთან ერთად, ჩაატარებენ თავდაცვის მოწინავე წვრთნებს უახლესი, მოდულარული SM-6-ის ტიპის რაკეტების გამშვების გამოყენებით.
„დანიის ტერიტორიიდან ამ ოპერაციების განხორციელებით, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს დანიის, როგორც მთავარი მოკავშირის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს წვრთნები კიდევ უფრო აძლიერებს მდგრადი თავდაცვის პარტნიორობას აშშ-სა და დანიას შორის, ხაზს უსვამს ჩვენს ერთობლივ ერთგულებას უსაფრთხოების ორმხრივი მიზნებისა და ერთობლივი თავდაცვითი ძალისხმევის მიმართ,“ - ნათქვამია აშშ-ის საზღვაო ძალების პრესრელიზში.