ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს რუსეთში შეხვდება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი 18-21 სექტემბერს ვიზიტით რუსეთს ეწვევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ვან ი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება და შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. უწყების თანახმად, დიალოგი ასევე მოიცავს "აზრების დეტალურ გაცვლას უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე".


მოსალოდნელია, რომ ვან ის ვიზიტი, სავარაუდოდ, საფუძველს ჩაუყრის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტს. პუტინი პეკინში, შესაძლოა, ოქტომბერში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მესამე ფორუმზე დასასწრებად ჩავიდეს.