ჩინეთი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ბერბოკმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა

ჩინეთი ძალიან უკმაყოფილოა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებებით, რომელმაც პრეზიდენტ სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. შესაბამისი განცხადება პეკინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.

„ეს განცხადება „უკიდურესად აბსურდულია“ და სერიოზულად ლახავს ჩინეთის ღირსებას,“ განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა და ბერბოკის განცხადებებს „ღია პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მან დიპლომატიური არხებით შესაბამისი პოზიცია გამოხატა გერმანულ მხარესთან.



ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: