ნიკა მელია: დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო

„დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება გამოაცხადა.

„ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს“, - აღნიშნა მელიამ, რომელიც სასამართლო პროცესს დღეს არ ესწრებოდა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა.