სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა.
პროცესი 16:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდებოდა.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 ათასი ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის პირველ ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. რის გამოც მისი გირაო 40 ათას ლარამდე გაიზარდა.
გირაოს თანხა, 40 000 ლარი, მელიას 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. თუმცა მელიამ გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. გირაოს გადახდის საბოლოო ვადა 12 თებერვალს ამოეწურა და საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად. 16 თებერვლას პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.
ამავე თემაზე:
ნიკა მელია, გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, პროკურატურაში დაიბარეს
ნიკა მელია: არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ
პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობაზე თანხმობას სთხოვა.
რას ავალდებულებს კანონი პროკურატურას ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით
პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა
ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართა.