საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა.
“ნიუ-იორკში დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან.
განვიხილეთ საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა, ისევე როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი და მიმდინარე ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში”,- აღნიშნავს პრემიერი.
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელი “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესსაც ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველთან. მრავალი საკითხი განვიხილეთ საქართველო-ჩეხეთის ორმხრივ პარტნიორობასთან დაკავშირებით.
საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესსაც ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს”,- აღნიშნავს პრემიერი.